ჩაბარების ვადა:

25 ივნისი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T113 - ტენდერი აივნების რეაბილიტაციის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს აივნების რეაბილიტაციის სამუშაოებზე.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს სამშენებლო-სარემონტო კომპანიებს ორსართულიანი 4 შენობის ამორტიზირებული ხის აივნების ლითონის კონსტრუქციით შეცვლის სამუშაოების ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შესასრულებელი სამუშაოსა და მასალის ჩამონათვალი მითითებულია სატენდერო განცხადების დანართში (ხარჯთაღრიცხვა) - იხილეთ მიმაგრებული ფაილი.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

  • 1. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები)
  • 2. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან რეგისტრაციის შესახებ
  • 3. ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან, რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება
  • 4. ცნობა საჯარო რეესტრიდან ორგანიზაციის ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ
  • 5. ცნობა საქალაქო სასამართლოდან იმის შესახებ, რომ არ მიმდინარეობს ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრების ან სანაციის პროცესი
  • 6. ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულებების მითითებებით) შესაბამისი 2 რეკომენდაციით
  • 7. ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანია ადგილზე დათვალიერების შემდგომ წარმოადგენს ხარჯთაღრიცხვას
  • 8. შევსებული უწყისი - ხარჯთაღრიცხვა
  • 9. ავანსის სახით სამუშაოთა საერთო ღირებულების 10%-ზე მეტი თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან


მომსახურების გაწევის ვადები: 01 ივლისი - 30 ივლისი, 2014 წელი.
სამუშაო ადგილი: თბილისი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე, ბეჭდით დალუქული კონვერტით; კონვერტში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ვერსია CD-ზე ჩაწერილი. გთხოვთ, სათაურად მიუთითოთ როგორც "აივნების რეაბილიტაციის სამუშაოები", ისე კომპანიის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 25 ივნისი, 17:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია მისამართზე: ქ. თბილისი, 0183, ნუცუბიძის მე-4 პლატო, ჰერმან გმაინერის 1, "თბილისის SOS ბავშვთა სოფელი".

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება, შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: maiko.gongadze@sos-kd.ge. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობოორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge