ჩაბარების ვადა:

20 ივნისი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T116 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "სილქნეტი" გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის, შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საწვავი.

ტენდერის ნომერი: #13/14

ტექნიკური დეტალებისთვის გთხოვთ, იხილოთ დანართი 1.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
  • 1. უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • 2. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • 3. კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები


ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი
  • მყარი კოპიო, უნდა დამოწმდეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით


ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • 1. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
  • 2. ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება
  • 3. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ
  • 4. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა
  • 5. ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არარსებობის შესახებ
ტენდერის ჩაბარების პირობები:

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით 2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით. განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში 10 საათიდან 18 საათამდე.

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: თამარ ფაცურია
ტელეფონი: +995 322 100 000 (1427)
ფაქსი: + 995 322 100 001
ელ-ფოსტა: tpatsuria@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის 95

ს.ს. ,,სილქნეტი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;

სს "სილქნეტის" მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ