ჩაბარების ვადა:

17 ივნისი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T118 - ტენდერი თანამშრომლების კვებით მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება "ლიბერთი ბანკი" აცხადებს ტენდერს სათაო ოფისის თანამშრომლების კვებით მომსახურების უზრუნველყოფაზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით
  • ანგარიშსწორების პირობები
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები


განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

  • წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან
  • სავარაუდო მენიუ იხილეთ თანდართულ ფასების ცხრილში
  • საბოლოო მენიუ დაზუსტდება გამარჯვებულ კომპანიასთან
  • სამუშაო დღეები და საათები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ორშაბათი-პარასკევი, 11:00 სთ-დან 17:00 საათამდე
  • კვების ობიექტით მოსარგებლე პირების დღიური რაოდენობაა საშუალოდ 100 ადამიანი
ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი კვებით მომსახურების უზრუნველყოფაზე).

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2014 წლის 17 ივნისი, 17:00 საათი.

ადგილმდებარეობა:

სს „ლიბერთი ბანკი“
ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:

თამუნა მუჯირი
ტელ: 599 56 54 10
ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ