Tenders.ge
სიდა

ვიდეო-რგოლის დამზადება


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული
ტენდერის აღწერილობა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა", ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს" (G-PAM). პროექტის მიზანია ლეგალური მიგრაციის მექანიზმების მხარდაჭერა და არალეგალური მიგრაციის საფრთხეების შესახებ პროექტის ბენეფიციარების ინფორმირება. პროექტის ფარგლებში იგეგმება კამპანიის "ქალი და მიგრაცია" ორგანიზება

"სიდა" ეძებს კომპანიას, რომელსაც შეუძლია ვიდეო რგოლის დამზადება, რომლის მიზანიც კამპანიის "ქალი და მიგრაცია" დაანონსება და მიგრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იქნება შემდეგი ფორმატით.

სიუჟეტი: ბენეფიციარი მიმართავს დასაქმების სააგენტოს სამსახურის მოსაძებნად.

სიუჟეტის სრული აღწერა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

დამატებითი ინფორმაცია პროექტის საქმიანობის შესახებ იხილეთ: www.migrant.ge

ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს. ვიდეო რგოლის სცენარის საბოლოო ვერსიის მომზადება უნდა მოხდეს დამკვეთთან შეთანხმებით. შემსრულებელმა დამკვეთს უნდა წარუდგინოს სცენარის რამდენიმე ვარიანტი ბიუჯეტთან ერთად, რომლიდანაც შეირჩევა ერთ-ერთი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინასწარი შეთავაზება და სავარაუდო ფასი უნდა გადააგზავნოთ ქვემოთ მითითებულ მისამართზე, არაუგვიანეს 2014 წლის 13 აპრილის 18:00 საათისა:

საკონტაქტო ინფორმაცია:

დიანა დუნდუა, "სიდას" კომუნიკაციების მენეჯერი
ელფოსტა: diana@cida.ge
ტელ: 599 248222

საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 13 აპრილი, 18:00 საათი. დაგვიანებით ჩაბარებული დოკუმენტები არ მიიღება.

კლიპის სცენარის შეთავაზება უნდა მოხდეს არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. სცენარის შეთანხმებიდან (შეთანხმება უნდა მოხდეს მაქსიმუმ 7 დღეში) არაუგვიანეს 12 სამუშაო დღისა უნდა მოხდეს რგოლის საბოლოო ვერსიის ჩაბარება.

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი