ჩაბარების ვადა:

25 ივნისი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T122 - ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე - კახეთი, აჭარა

ტენდერის აღწერილობა:

ასოციაცია "CENN" აცხადებს ტენდერს სასტუმროს მომსახურებაზე კახეთისა და აჭარის რეგიონში.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:

  • ორგანიზაციის სტუმრების სასტუმრო ოთახებით უზრუნველყოფა
  • ორგანიზაციის სტუმრების ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა სასტუმროში ყოფნის პერიოდში
  • სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა


გადახდის ფორმა: ყოველთვიური ინვოისის საფუძველზე (გაწეული მომსახურების მიხედვით).

შენიშვნა: სასტუმროს მომსახურება გულისხმობს შემდგომში დადებული კონტრაქტის საფუძველზე დათქმულ ვადებში ხანგრძლივ თანამშრომლობას.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • მონაწილე კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი
  • მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება
  • პარტნიორი ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელთანაც თანამშრომლობს ტენდერში მონაწილე კომპანია
  • ცნობას სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში
ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 25 ივნისამდე, ასოციაცია "CENN"-ის ოფისში, შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა 27.

საკონტაქტო ინფორმაცია:

კახა ჭინჭარაული
CENN
T +995 32 275 1903/04
F +995 32 275 1905
M +995 99 16 1697
kakha.chincharauli@cenn.org
www.cenn.org

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ