Tenders.ge
ყაზტრანსგაზ-თბილისი

ფოლადის მილების შესყიდვა


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 10:00
სტატუსი: დასრულებული
კონკურსის აღწერილობა:

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აცხადებს კონკურსს ფოლადის მილების შესყიდვაზე.

შესასყიდი მილების ჩამონათვალი, მოცულობა, მიწოდების ადგილი და ვადები, აგრეთვე სპეციფიკაცია მოცემულია საკონკურსო დოკუმენტაციაში.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია სამუშაო დღეებში 09:30 საათიდან 18:30 საათამდე მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. №21ა, შესყიდვების განყოფილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ა) უნდა გააჩნდეს სამოქალაქო უფლებაუნარიანობა შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით
  • ბ) უნდა გააჩნდეს გამოცდილება, პროფესიული ცოდნა, რეპუტაცია შესასყიდი საქონლის შესაბამის ბაზარზე, აგრეთვე ფლობდეს ფინანსურ, მატერიალურ და შრომის რესურსებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად
  • გ) უნდა იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის რეჟიმში, მის ქონებაზე არ იყოს დადებული ყადაღა, მისი სამეურნეო-ფინანსური საქმიანობა არ იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით
  • დ) არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება
  • ე) არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია) და არ არის გასული შესყიდვებში მონაწილეობის შეზღუდვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა
  • ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და საზოგადოების მიერ განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს
ტენდერის ჩაბარების პირობები:

დალუქულ კონვერტში მოთავსებული საკონკურსო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისში” შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. №21ა, შესყიდვების განყოფილება.

საკონკურსო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა - 2014 წლის 16 ივლისი, 10:00 საათი.

საკონკურსო განაცხადების კონვერტები გაიხსნება 2014 წლის 16 ივლისს 12:00 საათზე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №18ა.

დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომრებზე: 2300284, 595111234 გიორგი დაბახიშვილი.

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი