ჩაბარების ვადა:

23 ივნისი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T125 - სოკოს სათბურისთვის ქვანახშირის ღუმელის მოწოდება

ტენდერის აღწერილობა:

დასახელება: ტენდერი სოკოს სათბურისთვის გათბობის სისტემის (ქვანახშირის ღუმელი) მოწოდებაზე
მომწოდებელი: არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" USAID/NEO პროექტი
გამოქვეყნდა: 2014 წლის 16 ივნისი/ ბოლო ვადა: 2014 წლის 23 ივნისი
თანდართული ფაილი: RFQ-CiDA - 018

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე - პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" ახორციელებს მიმდინარე პროექტს - "საქართელოში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა" (NEO), რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არის მხარდაჭერილი. არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" ჩართულია მიმდინარე პროექტის იმ კომპონენტში, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, საკვების უსაფრთხობის გაუმჯობესება, შერჩეულ თემებში მცირე ოჯახური მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის წყლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სოფლად ეკონომიკის განვითარება, უკიდურესად დაუცველი ოჯახების და ცალკეული პირებისათვის დახმარების უზრუნველყოფა.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" გეგმავს ქვე-კონტრაქტორის შერჩევას, რომელიც განახორციელებს სოკოს სათბურისთვის გათბობის სისტემის (ქვანახშირის ღუმელი) მოწოდებას.

მონაწილეობის მიღება:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას ფასთა კოტირებები (იხილეთ თანდართული ფაილი) ქვემოთ მოცემულ მისამართზე და ელექტონულ ფოსტაზე არაუგვიანეს 2014 წლის 23 ივნისის 17:00 საათისა, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ოფისში, მისამართზე:

ფიროსმანის ქ. 9/1, რუსთავი
ტელ: +995 0341 258822 (შიდა ნომერი 17), 598 176 175 - დავით თარიმანიშვილი
ელფოსტა: david@cida.ge

დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ