Tenders.ge
თბილღვინო

მიწის სამუშაოებისა და ნაკვეთის შემოღობვის ტენდერი


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული
ტენდერის აღწერილობა:

სს „თბილღვინო“ აცხადებს ტენდერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში არსებულ ნაკვეთზე მიწის სამუშაოებზე და ნაკვეთის შეღობვაზე.

სამუშაოების ჩამონათვალი მოცემულია დანართში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითონ შემდეგი ინფორმაცია:

  • ხარჯთაღრიცხვა სამუშაოების თითოეული ეტაპისთვის, სამუშაოს მთლიანი ღირებულება, გადახდის პირობა და სამუშაოების შესრულების ვადები


შენიშვნა:

პრეტენდენტი ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საავანსო გადახდის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის საბანკო გარანტია დამკვეთთან შეთანხმებული ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე)
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების სია
  • შევსებული აფიდავიტი დანართი 02-ის სახით


წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმი არის შემდეგი:

  • შესრულების ხარისხი
  • ღირებულება
  • სამუშაოს შესრულების ვადა
  • ანგარიშსწორების პირობა
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება


დამკვეთის მოთხოვნით ასევე შესაძლებელია პრეტენდენტ(ებ)ს მოეთხოვოთ სხვა დოკუმენტების წარმოდგენა.

მონაწილეობის მიღება:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, ნაბეჭდ ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი). კონვერტზე მიუთითეთ პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია.

სატენდერო წინადადებების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად მიღება იწარმოებს 2014 წლის 23 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით 10-დან 18 საათამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. #2.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ინფორმაციის დასაზუსტებლად და ადგილის დასათვალიერებლად დაუკავშირდით საკონტაქტო პირს.

საკონტაქტო პირი: ალექსანდრე ვლასოვი
მობ: 591-70-73-72
ელ-ფოსტა: avlasov@tbilvino.com.ge

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი