Tenders.ge
სიდა

ვიდეო-რგოლის დამზადება 2


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული
ტენდერის აღწერილობა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა", ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს" (G-PAM). პროექტის მიზანია ლეგალური მიგრაციის მექანიზმების მხარდაჭერა და არალეგალური მიგრაციის საფრთხეების შესახებ პროექტის ბენეფიციარების ინფორმირება. პროექტის ფარგლებში იგეგმება კამპანიის "ქალი და მიგრაცია" ორგანიზება

"სიდა" ეძებს კომპანიას, რომელსაც შეუძლია ვიდეორგოლის დამზადება, რომლის მიზანიც იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, როგორც რეგიონული პრობლემების გამოვლენის, წარმოჩენისა და გადაწყვეტის მექანიზმის, პოპულარიზაცია.

დამატებითი ინფორმაცია ქსელის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: www.cso.ge

რგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს. მისი სცენარის მომზადება უნდა მოხდეს დამკვეთთან შეთანხმებით. შემსრულებელმა დამკვეთს უნდა წარუდგინოს სცენარისა და კადრირების რამდენიმე (მინიმუმ 3) ვარიანტი ბიუჯეტთან ერთად, რომლიდანაც შეირჩევა ერთ-ერთი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინასწარი შეთავაზება და სავარაუდო ფასი უნდა გადააგზავნოთ არაუგვიანეს 2014 წლის 13 აპრილის 18:00 საათისა შემდეგ მისამართზე:

E-mail: diana@cida.ge

საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 13 აპრილი, 18:00 საათი. დაგვიანებით ჩაბარებული დოკუმენტები არ მიიღება.

კლიპის სცენარის შეთავაზება უნდა მოხდეს არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. სცენარის შეთანხმებიდან (შეთანხმება უნდა მოხდეს მაქსიმუმ 7 დღეში) არაუგვიანეს 12 სამუშაო დღისა უნდა მოხდეს რგოლის საბოლოო ვერსიის ჩაბარება. შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთს მიაწოდოს რგოლის ვიდეო და აუდიო ვერსიები (CD-ზე ჩაწერილი, ასევე ელ. ვერსია).

საკონტაქტო ინფორმაცია:

დიანა დუნდუა, "სიდას" კომუნიკაციების მენეჯერი
ელფოსტა: diana@cida.ge
ტელ: 599 248222