Tenders.ge
სიდა

საკონდიტრო ნაწარმის საცხობი დანადგარის მიწოდება


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 17:00
სტატუსი: დასრულებული
ტენდერის აღწერილობა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე - პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" ახორციელებს მიმდინარე პროექტს - "საქართელოში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა" (NEO), რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არის მხარდაჭერილი. არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" ჩართულია მიმდინარე პროექტის იმ კომპონენტში, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, საკვების უსაფრთხობის გაუმჯობესება, შერჩეულ თემებში მცირე ოჯახური მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის წყლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სოფლად ეკონომიკის განვითარება, უკიდურესად დაუცველი ოჯახების და ცალკეული პირებისათვის დახმარების უზრუნველყოფა.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" გეგმავს ქვე კონტრაქტორის შერჩევას, რომელიც განახორციელებს საკონდიტრო ნაწარმის კონვეიერული საცხობი დანადგარის მოწოდებას.

მონაწილეობის მიღება:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას ფასთა კოტირებები (იხილეთ თანდართული ფაილი) ქვემოთ მოცემულ მისამართზე და ელექტონულ ფოსტაზე, არაუგვიანეს 2014 წლის 2 ივლისის 17:00 საათისა, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ოფისში, მისამართზე:

ფიროსმანის ქ. 9/1, რუსთავი
ტ: +995 0341 258822 (შიდა ნომერი 17), 598 176 175 - დავით თარიმანიშვილი
ელფოსტა: david@cida.ge

დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება.

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი