ჩაბარების ვადა:

15 ივლისი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T134 - კონკურსი კონსტრუქციის დიზაინზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ განხორციელდა კონკურსის მონაცემების განახლება. ცვლილებები შევიდა მიმაგრებულ ფაილში.
კონკურსი აღწერილობა:

"ლილო მოლი" აცხადებს კონკურსს სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე არსებული კონსტრუქციის ("ცისარტყელა") განახლებულ დიზაინზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.

მოცემული კონსტრუქცია განთავსებულია სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ ერთ-ერთ ცენტრალურ შემოსასვლელში 2011 წლიდან. კონსტრუქცია შედგება რკინის ნაგებობისგან, მასზე გადაჭიმული ცისარტყელას ფერების ბანერით და კომპანიის ლოგოთი. სავაჭრო ცენტრში გასაყიდად წარმოდგენილია თითქმის ყველა სახის პროდუქცია, ხოლო „ლილო მოლის“ სლოგანი არის „აქ ყველა ფერია“, სწორედ აქედან გამომდინარე იქნა შერჩეული ცისარტყელის ფერების კონცეფცია.

ამჟამად „ლილო მოლის“ სურვილია, განახლდეს მოცემული კონსტრუქციის დიზაინი მხოლოდ ისე, რომ შენარჩუნებულ იქნას რკინის არსებული კონსტრუქცია. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მცირედი ცვლილებების განხორციელება კონსტრუქციაზე.

კომპანიის მოთხოვნა კონსტრუქციის ვიზუალურ მხარესთან დაკავშირებით არ არის შეზღუდული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ ფოტომონტაჟი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება განათება (დღის და ღამის), ასევე სასურველია ფოტომონტაჟთან ერთად წარმოადგინოთ ტექნიკური ნახაზი, კონსტრუქციის ნაწილის ტექნიკური გადაწყვეტა და ექსპლუატაციის სავარაუდო ვადა სამუშაოს შესრულების ვადასთან ერთად.

აუცილებელი პირობაა, რომ ახალი კონსტრუქცია არ საჭიროებდეს ხშირ განახლებას.

კონკურსში გამარჯვებული დიზაინის ავტორი დაჯილდოვდება 500 ლარით

კონკურსის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 15 ივლისი, 18:00 საათი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

m.magradze@lilomall.ge | natia@lilomall.ge
ტელ: 240 70 06 (125); 224 48 96 (125)

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ