ჩაბარების ვადა:

7 ივლისი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T135 - ტენდერი აკუმულატორების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს აკუმულატორების შესყიდვაზე გენერატორისა და უწყვეტი კვების წყაროსთვის (UPS).

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საქონლის დასახელება:

  • 1. აკუმულატორი 12/42 ამპ.
  • 2. აკუმულატორი 12/60 ამპ.
  • 3. აკუმულატორი 12/70 ამპ.
  • 4. აკუმულატორი 12/75 ამპ.
  • 5. აკუმულატორი 12/90 ამპ.
  • 6. აკუმულატორი 12/100 ამპ.
  • 7. აკუმულატორი 12/110 ამპ.
  • 8. აკუმულატორი 12/105 ამპ.
  • 9. აკუმულატორი 12/110 ამპ.
  • 10. აკუმულატორი 12/135 ამპ.
  • 11. აკუმულატორი 12/150 ამპ.
  • 12. აკუმულატორი 12/190 ამპ.
  • 13. აკუმულატორი 12/45 ამპ.
  • 14. აკუმულატორი 12/72 ამპ.


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word-ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.


მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება (მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, მაგალითად: აკუმულატორების ტენდერის დეტალური აღწერის მიხედვით პუნქტი #1-ში მიეთითება აკუმულატორი 12/42 ამპ. შეთავაზებული ღირებულება. პუნქტ #2-ში - აკუმულატორი 12/60 ამპ. შეთავაზებული ღირებულება და ა.შ.

გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ.

საგარანტიო მომსახურება (გარანტიის ვადა 1 წელი).

დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაძრვრება 6 თვის პერიოდით
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისაგან საქონლის შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. (კონკრეტული ტენდერის პირობებში)
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 07 ივლისი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის აკუმულატორის შესყიდვის ტენდერის საიტზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=295&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".

განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური 2014 წლის 07 ივლისის 14:00 საათიდან.