ჩაბარების ვადა:

7 ივლისი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T138 - ტენდერი საკასო ინვენტარის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს საკასო ტექნიკის შესყიდვა/მომსახურებაზე.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საქონლის/მომსახურების დასახელება:

  • 100 ერთეული ფულის სათვლელი აპარატი (MSB-30)


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word-ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.


მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად.

საგარანტიო ვადა მოთხოვნილ პროდუქციაზე უნდა იყოს 6 (ექვსი) თვე ფულისა და ხურდის სათვლელ აპარატებზე.

მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთიდან 3 (სამი) კვირას.

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა შემოგვთავაზონ ფასები მხოლოდ მითითებულ მოდელზე. ასევე შესაძლებელია შემოთავაზების განთავსება ალტერნატიულ აპარატებზე.

დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ
  • გთხოვთ, ჯამური ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 07 ივლისი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის საკასო ინვენტარის შესყიდვის ტენდერის საიტზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=298&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".

შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.