ჩაბარების ვადა:

8 აპრილი 2014, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T18 - სათესლე პომიდვრის შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

ფონდი "სოფლის მეურნეობის განვითარების ჯგუფი" (ADG) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს სამართლიანობის, სუვერენიტეტისა და ნეიტრალიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით. ADG ახორციელებს UMCOR-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს "გაუმჯობესებული სოფლის მეურნეობის მეთოდები". ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ADG იწვევს ნებისმიერ რეზიდენტ და არარეზიდენტ იურიდიულ პირს.

საჭირო სათესლე პომიდვრის მახასიათებლები:

  • რაოდენობა: 75 000 მარცვალი
  • კლასი: პირველი კლასის F1 ჰიბრიდული ტიპის სათესლე მასალა
  • რაიონებად დაყოფილი შიდა ქართლი
  • ღია გრუნტის დეტერმინანტული ტიპის სათესლე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ტენდერში მონაწილის დასახელება
  • იურიდიული მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • საგადასახადო კოდი
  • საბანკო რეკვიზიტები

ტექნიკური ინფორმაცია:

  • პროდუქტის დასახელება
  • აღწერილობა (ფერი, ერთ ძირზე მოსავლიანობა, მწარმოებელი, დაავადებების მიმართ მდგრადობა)
  • ფასი
  • რაიონებად დაყოფილი (დასაბუთებული)
  • შეფუთვა
  • თუ შემოთავაზებული პროდუქცია დამუშავებულია თესლის დაცვის საშუალებებით, მოცემული უნდა იყოს გამოყენებული საშუალებების დასახელებები.
  • საგარანტიო პირობები

წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

  • ხარისხის სერტიფიკატი
  • წარმოშობის სერტიფიკატი ან ჰიბრიდის მოწმობა პატენტი
  • ფიტოსანიტარული სერტიფიკატი
  • მოწოდების პირობების მოწოდება-ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 დღისა

დამატებითი ინფორმაცია: პრეტენდენტს შეუძლია შემოგვთავაზოს 3 სხვადასხვა ჯიშამდე სათესლე პომიდორი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ადგილობრივმა დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა გამოაგზავნონ სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე, დალუქულ კონვერტში შეკვეთილი წერილით ფონდი "სოფლის მეურნეობის გნავითარების ჯგუფის" სახელზე, მისამართი: ქ. თბილისი 0179, პეტრიაშვილის ქ. 22, მე-2 სართული. კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს კომპანიის დასახელება და მითითებული, რომ დოკუმენტაცია განკუთვნილია გამოცხადებული ტენდერისთვის.

წინადადებების ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2014 წლის 08 აპრილი, 15:00 საათი. დაგვიანებით ჩაბარებული დოკუმენტები არ განიხილება.

სატენდერო წინადადებების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი:

ეკატერინე მაღალაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 2 225 247 ან 599 461 704.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ