კორ სტანდარტ ბანკი

ტენდერი Cisco-ს Smartnet-ის, პროგრამული უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების სიგნატურების განახლებების სერვისის მოწოდებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 22 სექტემბერი, 2014

დრო: 17:00
ტენდერის აღწერილობა:

სს „კორ სტანდარტ ბანკი“ აცხადებს ტენდერს „Cisco-ს Smartnet-ის, პროგრამული უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების სიგნატურების განახლებების სერვისის მოწოდებაზე“.

შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება 1 (ერთი) წლიანი ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ზემოთმოცემული სამუშაოების განხორციელებას.

ტენდერი ჩატარდება 1 (ერთი) ლოტად.

მოცემული ლოტის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის მქონე შესაბამისი სერვისის წარმომდგენი ერთი კვალიფიციური კომპანია.

  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს 1 წლიანი მომსახურეობის გათვალისწინებით


ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი
  • იდენტური მომსახურეობის წარმოების გამოცდილება, რაც დასაბუთებული უნდა იყოს წერილობით


სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • წერილი, მოკლე აღწერილობით მსგავსი ტიპის სერვისის მიწოდებაზე (დეტალების მითითებით)
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „კორ სტანდარტ ბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით, ტენდერში მონაწილე კომპანიის და ტენდერის დასახელების მითითებით (დალუქვის ადგილები უნდა იყოს ბეჭედ დარტყმული): მისამართი: თბილისი 0103, ქ. წამებულის გამზ.#3 .

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის, 22 სექტემბერი (17:00 საათამდე)

ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ მიხეილ ჭოლაძეს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: m.choladze@ksb.ge, ან ტელეფონზე 255 00 00 (შიდა 1144).

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი