Tenders.ge
სიდა

მედია ტური და მედია კონკურსი ჟურნალისტებისათვის


კონკურსი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული
კონკურსის აღწერილობა:

რეგიონული პრობლემების მედიატური და მედიაკონკურსი არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" და "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის" ერთობლივი პროექტი დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის

1-დან 10 მაისის პერიოდის განმავლობაში, საქართველოს რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" აწყობს მედიატურს დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის, რომლის მიზანია ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიკაცია და ფართო მოსახლეობისთვის მიწოდების უზრუნველყოფა.

ტურის ორგანიზება მოხდება "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის" (www.cso.ge და www.fb.com/cso.ge) წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების უშუალო მონაწილეობითა და დახმარებით. ადგილობრივი არასამთავრობოების წარმომადგენლებთან ერთად, ჟურნალისტებს საშუალება მიეცემათ ადგილზე გაეცნონ რეგიონულ პრობლემატიკას და გამოკითხონ რესპონდენტები.

შერჩეული ჟურნალისტები, პირველ კვირას, 2 დღის განმავლობაში, მოინახულებენ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებს: მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი და კახეთი, ხოლო მომდევნო კვირას, უკვე 3 დღის განმავლობაში - დასავლეთ საქართველოს კუთხეებს: იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა.

სასტუმროში განთავსებას და ტრანსპორტირების ხარჯებს "სიდა" უზრუნველყოფს.

რეგიონული პრობლემების მედიატური გაგრძელდება სპეციალური კონკურსით. ტურში მონაწილე ჟურნალისტების მიერ მომზადებულ მედიამასალას შეაფასებს სპეციალური ჟიური და მასალების გადმოგზავნიდან 2 კვირის ვადაში, 22 მაისამდე გამოავლენს 3 გამარჯვებულს.

მომზადებული მედიამასალა ტურის მონაწილეებმა უნდა გადმოგზავნონ შემდეგ მისამართზე: pr@cida.ge და diana@cida.ge ან "სიდას" მიაწოდონ დისკზე ჩაწერილი სახით.

გამარჯვებული სტატიის/სიუჟეტის ავტორს გადაეცემა ფულადი ჯილდო:

I ადგილი - 800 ლარი
II ადგილი - 500 ლარი
III ადგილი- 250 ლარი

მონაწილეობის მიღება:

მედიატურსა და კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მომუშავე ყველა მოქმედ ჟურნალისტს. დაინტერესებულმა პირებმა 2014 წლის 16 აპრილამდე უნდა გამოაგზავნონ "სიდაში" საკუთარი ავტობიოგრაფია და სამოტივაციო წერილი, შემდეგ მისამართებზე: pr@cida.ge და diana@cida.ge

ინფორმაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2014 წლის 16 აპრილი, 18:00 საათი.

დიანა დუნდუა, "სიდას" კომუნიკაციის მენეჯერი
ტელ: 599 248222
ელ. ფოსტა: diana@cida.ge