ჩაბარების ვადა:

21 ოქტომბერი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T201 - კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა

კონკურსის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

პროექტის სახელწოდება:
პროექტის ნომერი: 2012.2144.9-004.00


დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქმიანობა/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად. გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.

მონაწილეობის მიღება:

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 21.10.2014-ის 18:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ორ ენაზე (ქართული და ინგლისური ან გერმანული).

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

- ფირმის სრული სახელწოდება
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
- ტენდერის დასახელება - “კომპიუტერული ტექნიკა“
- წარწერა “კონფიდენციალურია”
- გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში

ბატონ გიორგი ქურდაძეს
გრიბოედოვის ქ. 31
0108 თბილისი

მიუთითეთ ჩვენი ნიშანი 2012.2144.9-004.00
და აგრეთვე ნომერი 91083011

პროცედურული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:

ქალბატონ ანა ჩხეიძეს
ტელ. ნომერი 995 32 2 201805
anna.chkheidze@giz.de

შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ ბატონ გიორგი ქურდაძეს
ტელ. ნომერი 995 32 2 201812
giorgi.kurdadze@giz.de

შეგახსენებთ, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 27.10.2014-სთვის.

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის შესრულების უმოკლესი ვადები.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ