ჩაბარების ვადა:

16 იანვარი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2092 - ტენდერი ტელევიზორების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს Sony-ის, Samsung-ის და Philips-ის LED Full HD ტელევიზორების შესყიდვაზე.

საქონლის დასახელება:

# საქონლის დასახელება/აღწერა
1 LED Full HD ტელევიზორი 42"
2 LED Full HD ტელევიზორი 50"
3 LED Full HD ტელევიზორი 55"

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება;
  • გარანტია - მწარმოებლის, ქარხნული, მინიმუმ 3 წლიანი;
  • განიხილება მხოლოდ ამ სამი ბრენდის მოდელები - Sony, Samsung, Philips
  • მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი - (MAF);
  • ტექნიკური მონაცემები: LED, Full HD; 1920 x 1080; 16:9; 200 Hrz;
  • შემოთავაზებულ მოდელებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემდეგი ინტერფეისები: HDMI - 2 ცალი; Display - პორტი, DVI; VGA;
  • USB- 2 ცალი ;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 9 იანვარი – 2017 წლის 16 იანვრის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გენერალური ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ერთეულის ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და ა.შ შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ, ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ ლარებში მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
თეა გიორგაძე
მობ: (+995 599) 91 50 78

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 16 იანვარი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=687&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 39700000 საოჯახო ტექნიკა

დოკუმენტაცია