ჩაბარების ვადა:

18 იანვარი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2098 - ტენდერი სახიფათო ნარჩენების მართვაზე

ტენდერის აღწერილობა:

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" (GIG) აცხადებს ტენდერს მომსახურეობის შესყიდვაზე, კერძოდ მის ჯგუფში შემავალ კომპანიებში სახიფათო ნარჩენების მართვაზე (#11/01-GIG-S/WM-17).

დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე წელიწადში ერთხელ თითოეული კომპანიის თითოეული ობიექტიდან მოხდება ნარჩენების გატანა და შემდგომი უტილიზაცია.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ ჯგუფში შემავალი კომპანიების სახიფათო ნარჩენების ჩამონათვალი და მათი გეოგრაფიული გადანაწილება.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ შესაბამისი ნებართვების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. წინადადებები მიიღება როგორც სრულ, ისე არასრულ პოზიციებზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ფინანსური წინადადება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე:
    ზომის ერთეულზე განფასებული ნარჩენების ნუსხა თითოეული კომპანიისთვის: ფასი 1 ლიტრზე, 1 კილოგრამზე, 1 ცალზე და სხვა;
    თანხის გადახდა მოხდება ფაქტიურად უტილიზებული ნარჩენ(ებ)ის რაოდენობ(ებ)ის მიხედვით;
  • თითოეული ნარჩენის მართვის სქემა;
  • დამკვეთის მოთხოვნიდან შემსრულებლის მიერ სამუშაოს შესრულების ვადა;
  • სახიფათო ნარჩენების მართვის ნებართვა/ნებართვები;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები.
  • შერჩეულ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმდება ერთწლიანი გენერალური ხელშეკრულება;

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 ვასილ მაისურაძის სახელზე. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 18 იანვრის 17:00 საათამდე.
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 591 91 65 65, საკონტაქტო პირი: ვალტერ ლომჯარია. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე;

ტენდერის კატეგორია:

  • 19600000 ტყავის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნარჩენი
  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები