ჩაბარების ვადა:

17 აპრილი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21 - ავტო პარკის ტექ. მომსახურება

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან სს „სილქნეტის“ კუთვნილი ავტო-პარკის ტექნიკური მომსახურება.

ტენდერის ნომერი: #07/14

გთხოვთ იხილოთ დანართი #1-ით წარმოდგენილი ტექნიკური დავალება.

წინადადებები განიხილება ლოტებად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • 1. უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • 2. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საკონტაქტო ინფორმაცია
  • 3. აუცილებელია წარმოადგინოთ კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები


ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით

წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით.

ს.ს. ,,სილქნეტი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით

წარმოდგენილი ფასი უნდა მოქმედებდეს 2015 წლის მაისის ბოლომდე და არ ექვემდებარებოდეს გადახედვას.

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • 1. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
  • 2. ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება
  • 3. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ
  • 4. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა
  • 5. ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ
ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, 2014 წლის 17 აპრილის ჩათვლით, ქვემოთ მითითებულ მისამართზე.:

სს "სილქნეტი"
ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის #95
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: თამარ ფაცურია
ტელეფონი: +995 322 100 000 (1427)
ფაქსი: + 995 322 942 225
E-mail: tpatsuria@silknet.com

საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 17 აპრილი, 18:00 საათი. დაგვიანებით ჩაბარებული დოკუმენტები არ მიიღება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო პირს ტელეფონის ნომრის ან ელ. ფოსტის საშუალებით

ს.ს. ,,სილქნეტის“ მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ