ჩაბარების ვადა:

15 იანვარი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2113 - ტენდერი საფულე ჩეკის წიგნაკების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს საფულე ჩეკის წიგნაკების შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თვის ვადით.
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა მიაწოდოს ბანკს ნიმუშები სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა) ვლადიმერ სიჭინავას სახელზე.
  • ყოველთვიური მინიმალური შეკვეთის რაოდენობა განისაზღვრება 1000 ერთეულით;
  • მოწოდების ვადა - მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღე.

საფულე ჩეკის წიგნაკის დეტალური სპეციფიკაცია:

  • ექსკლუზიური ნუმერაცია;
  • სხვადასხვა სახის დამცავი ბადე (გარდამავალი ორნამენტებით)
  • ექსკლუზიური ბადე, რომელზედაც რელიეფის ეფექტით გამოსახულია ბანკის ლოგოტიპი;
  • ფონი წარმოადგენს მიკროშრიფტისაგან შემდგარ ხაზებს, სადაც იკითხება: საქართველოს ბანკი;
  • ფონზე გამოყენებული ელემენტები უნდა შესრულდეს უხილავი საღებავით, რომლებიც ანათებს ულტრაიისფერი დასხივებისას;
  • საკონტროლო ნიშანი, რომელზედაც სპეციალური ფირის დადებისას იკითხება კონკრეტული ბანკის ლოგოტიპი ან აბრევიატურა;
  • ექსკლუზიური ქაღალდი წყლის ნიშნით 100 10 გრ/მ ;
  • ექსკლუზიური ქაღალდი ხილული ფიბრით;
  • ექსკლუზიური ქაღალდი უხილავი ფიბრით;
  • სურათი იხილეთ თანდართულ ფაილში;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დეტალური შეთავაზება: სატენდერო წინადადების ფასი, მოწოდების ვადები და ა.შ;
  • წარმოდგენილ უნდა იქნას სათანადო საინფორმაციო მასალები, აღწერილობა, ბროშურები, ხარისხის სერთიფიკატები და სხვა;

სხვა პირობები:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 13 იანვრიდან – 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელმა გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე. 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: 599 740041 ლადო სიჭინავა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 იანვარი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=688&lang=geo

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა