ჩაბარების ვადა:

23 იანვარი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2121 - ტენდერს ქვიშის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს ქვიშის შესყიდვის შესახებ.

პროდუქციის ქიმიური და გრანულომეტრული მახასიათებლები გთხოვთ იხილოთ დანართში; 

პროდუქციის წლიური მოხმარება - დაახლოებით 50 220 ტონა;
პროდუქციის სახე : გარეცხილი;
სატრანსპორტო საშუალება: სახმელეთო ან/და სარკინიგზო;
მიწოდების პირობები: 

  • სახმელეთო ტრანსპორტის შემთხვევაში - პროდუქციის მიწოდება/ჩამოტვირთვა უნდა მოხდეს გამყიდველის სატრანსპორტო საშუალებით - ს.ს.“მინა“-ს ქვიშის დაცლის უბანზე;
  • სარკინიგზო ტრანსპოტის შემთხვევაში - გამყიდველი უზრუნველყოფს პროდუქციის მიტანა - დატვირთვას უახლოეს სარკინიგზო სადგურამდე; სადგურიდან ტრანსპორტირების ხარჯებს ფარავს მყიდველი;

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში,  მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება 2017 წლის  23 იანვრამდე  ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთკონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:

  • კომპანიის რეკვიზიტები;
  • პასუხისმგებელიპირის საკონტაქტო მაილი და ტელეფონის ნომერი;
  • შემოთავაზება - განფასება სახმელეთო ტრანსპორტირების შემთხვევაში ტონა პროდუქციის ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე და სარკინიგზო გზით ტრანსპორტირების შემთხვევაში ტონა პროდუქციის ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე.

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად: 

  • პირველ ეტაპზე მოხდება კონკურსანტებთან სატელეფონო ან პირადი გასაუბრება;
  • მეორე ეტაპზე კომისია გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას და გაუფორმებს ხელშეკრულებას 1 წლის ვადით;

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი; 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე sbedoshvili@mina.com.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 14200000 ქვიშა და თიხა