ჩაბარების ვადა:

20 იანვარი 2017, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T2123 - ტენდერი ბჟუჟა ჰეს-ზე დაზიანებული საექსპლუატაციო გზის სარეაბილიტაციო პროექტის მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე, კერძოდ ბჟუჟა ჰეს-ზე დაზიანებული საექსპლუატაციო გზის სარეაბილიტაციო პროექტის მომზადებაზე #16/01-GIEC-S/P-17. 

ტენდერის აღწერილობა:

ოზურგეთის რაიონის სოფ. გომში მდებარე ბჟუჟა ჰეს-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებულია საექსპლუატაციო გზა.

გზის აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად მოსამზადებელია პროექტი შემდეგი შემდეგი პუნქტებით:

  • გალერეის გამორეცხილი უბნის გამაგრება;
  • წარმოქმნილი ხევის შევსება მოზიდული გრუნტით;
  • ფერდობიდან ჩამოდინებული წყლის გამყვანი ნაგებობის მოწყობა;
    - წყალშემკრები კვანძი;
    - ხელოვნური ნაყარით შექმნილ ფერდობზე მილების მეშვეობით წყლის გადატარების კვანძი;
    - წყალსაცმი კვანძი.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • შემოთავაზებული მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დამატებითი მოთხოვნები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 ვასილ მაისურაძის სახელზე. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 20 იანვრის 14:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 577 62 62 40; საკონტაქტო პირი მალხაზ სამინავა, ან 599 21 19 09, საკონტაქტო პირი: თენგიზ გოგელია. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები