ჩაბარების ვადა:

27 იანვარი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2129 - ტენდერი სეიფების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო მრავალი წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. წარმოადგენს რა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილს, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.

სს ფინკა ბანკი საქართველო, ქვეყნის საბანკო სექტორის ახალი წევრია და მას მიკროდაფინანსების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. ფინკა ბანკი საქართველო დღეისათვის 40 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 80 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს სეიფების შესყიდვაზე.

რაოდენობა: 31 ერთეული ( შესყიდვა მოხდება ეტაპობრივად 3-4 თვის მანძილზე და არა ერთჯერადად)

მოთხოვნილი პარამეტრები:

  • სეიფის შიდა ზომა ( სუფთა ზომა, დახურული კარის მდგომარეობაში): სიღრმე - მინიმუმ 35 სმ; სიგანე - მინიმუმ 38 სმ; სიმაღლე -( 60 დან - 100 სმ -მდე).
  • აუცილებელი პირობა: სეიფში თავისუფლად უნდა ჩაეტიოს ფულის ყუთი (კეისი), ზომებით: სიგრძე 33სმX სიგანე36სმX სიმაღლე7სმ.
  • სასურველი წონა: 300 დან 500 კგ-მდე.
  • აუცილებელი პირობა: ორი მექანიკური საკეტი (გარედან)
  • აუცილებელი პირობა: სეიფს უნდა ქონდეს ერთი შიდა (ღია) თარო
  • აუცილებელი პირობა: ცეცხლგამძლე და წყალგაუმტარი

მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

  • სეიფს უნდა ქონდეს მწარმოებლის სერთიფიკატი
  • სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი

სასურველია, თუ მომწოდებელი თავად უზრუნველყოფს სეიფების ფინკა ბანკი საქართველოს ფილიალებში დარიგებას. მისამართები მოცემულია თანდართულ ფაილში.

გთხოვთ შეავსოთ აღნიშნული ცხრილი და გამოგვიგზავნოთ სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად:

სეიფის მწარმოებელი ქვეყანა  
სეიფის ბრენდი და მოდელი  
სპეციფიკაციები ( ზომა, წონა )  
მექანიკური საკეტების რაოდენობა და განლაგება  
ღირებულება დოლარში დღგ-ს ჩათვლით  
არის თუ არა ცეცხლგამძლე?  
არის თუ არა წყალგამძლე?  
იქნება თუ არა სეიფების მიწოდება ფილიალებში ფასიანი?  

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 2016 წლის 27 იანვრისა ( 18:00 საათამდე), ფინკა ბანკი საქართველოს სათაო ოფისში, მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშველას 71, რედიქსის ბიზნეს ცენტრი, ბლოკი 1, სართული 3, ოფისი 12.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: procurement@finca.ge

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები