ჩაბარების ვადა:

15 ნოემბერი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T214 - ასფალტო-ბეტონის საფარის საფუძვლის მოწყობა

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია ”ლილო მოლი” აცხადებს ტენდერს სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ასფალტო-ბეტონის საფარის საფუძვლის მოწყობაზე

დეტალური ინფორმაცია ტენდერის შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

ინფორმაცია "ლილო მოლის" შესახებ:

ამჟამად "ლილო მოლის" საკუთრებას წარმოადგენს 35 ჰექტარზე განლაგებული სავაჭრო კომპლექსი 5000-ზე მეტი სავაჭრო ობიექტით.

2013 წელს „ლილო მოლის“ტერიტორიაზე ვიზიტორების რიცხვმა 3 მილიონი შეადგინა, რაც დღეში საშუალოდ 8 100 ვიზიტორს უდრის. 2000 წელთან შედარებით ეს რიცხვი 1.9 მილიონითაა გაზრდილი.

„ლილო მოლს“ ჰყავს დაახლოებით 3 500 მოიჯარე, რომლებიც 5 400 სავაჭრო ადგილზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. 2000 წელთან შედარებით სავაჭრო ადგილების რაოდენობა 58%-ით არის გაზრდილი.

ტენდერის პირობები:

ტენდერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რომ პრეტენდენტისთვის წინასწარ ცნობილია ის გარემოება, რომ „ლილო მოლი“ ტენდერში გამარჯბულ პირს გამოავლენს საკუთარი შეხედულებისამებრ და ინტერესების გათვალისწინებით, ყოველგავარი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტებების გარეშე, რაზეც პერეტენდენტი წინასწარ აცხადებს რომ ტენდერში ვერ გამარჯვების შემთხვევაში არანაირი პრეტენზია არ ექნება.

ტენდერი ეწყობა 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც გამოხატავს ინტერესს ტენდერის პირობებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე. კომპანიის არჩევა მოხდება წარდგენილი საბუთებისა და გამოცდილების საფუძველზე. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს ასფალტობეტონის საფარის საფუძვლის მოწყობის სამუშაოებს.

ჩვენი მოთხოვნაა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულოს სამუშაოების პირველი ეტაპი, რასაც თან უნდა დაურთოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა.

სამუშაოების შესრულების I ეტაპი

  • 1) ტერიტორიაზე დაყრილი გრუნტის მოშანდაკება გრეიდერით
  • 2) მოშანდაკებული ტერიტორიის დატკეპნა მძიმეწონიანი ვიბრატორული სატკეპნით
  • 3) მდინარის ქვიშახრეშოვანი ნარევის შემოტანა და საფუძვლის მოწყობა (დატკეპნით) - სისქე 30 სმ
  • 4) ფრაქციული (40x40) ღორღის შემოტანა და საფუძვლის მოწყობა (დატკეპნით) - სისქე 15 სმ
ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მსურველს შეუძლია წარმოადგინოს განაცხადის შევსებული ფორმა, დედანი დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით შემდეგ მისამართზე: კახეთის გზატკეცილი #112 ან გამოგზავნოს ელექტრონული ფოსტითtenderi@lilomall.ge. სატენდერო ვადა განისაზღვრება: 31 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: + 995 32 2240 240

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ