ჩაბარების ვადა:

17 თებერვალი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T2230 - ტენდერი ავტოსატრანსპორტო საშუალების ქირავნობაზე

ტენდერის აღწერილობა:  

შესყიდვის ობიექტია: მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დანართი N1-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მიწოდების ადგილი: მიწოდების ადგილად განისაზღვრება დამკვეთის მისამართი: ქ. თბილისი, ახვლედიანის ქუჩა N23 

ანგარიშსწორების პირობები:

  • სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ადგილზე მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით
  • ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
  • წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება. 

დამატებითი მოთხოვნები:

  • სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული დამკვეთსა და შემსრულებელს შორის მთელი კორესპოდენცია და დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
  • დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს/განახორციელოს, იჯარით გადასაცემი ავტომობილის „ტესტ დრაივი“ და ვიზუალური დათვალიერება. საბურავები, ძარის, ინტერიერის მდგომარეობა, ხმაურის დონე და სხვა. აღნიშნულს უნდა ესწრებოდეს როგორც დამკვეთის, ასევე შემსრულებლის წარმომადგენელი. 

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია დანართი #1-ის შესაბამისად.
  • იჯარით გადასაცემი ავტომობილის ტექნიკური პასპორტი
  • იჯარით გადასაცემი ავტომობილის ფოტომასალა
  • ინფორმაცია შემსრულებლის შესახებ (ფ/პ-ის შემთხვავაში პირადობის მოწმობის ასლი, იურიდიული პირის შემთხვავაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან)
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები.
  • ფასების ცხრილი (დანართი 2) 

წინადადების გამოგზავნის წესი:

  • პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია (ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ) შეიძლება წარმოდგენილი იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ახვლედიანის ქ. N23, ან ელექტრონულ მისამართზე g.giorgobiani1988@gmail.com არაუგვიანეს 2017 წლის 17 თებერვლის 16:00 საათამდე.
    საკონტაქტო პიროვნება: გიორგო გიორგობიანი
    ტელ: 577 64 00 74  

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 70200000 კერძო საკუთრების იჯარა ან ლიზინგი