ჩაბარების ვადა:

17 თებერვალი 2017, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T2231 - ტენდერი ვებ-გვერდის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს - ერთ ლოტად, ვებ–გვერდის დამზადების მომსახურების შესყიდვის თაობაზე და მონაწილეობის მისაღებად იწვევს კვალიფიციურ პრეტენდენტებს. 

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები
  • განაცხადს/წინადადებას უნდა ერთვოდეს ვებ-გვერდის მონახაზი და ბიუჯეტი, წინადადების წარდგენისას გთხოვთ წარმოგვიდგინოთ ინფორმაცია სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებისთვის ვებ–გვერდის დამზადების გამოცდილების შესახებ. 

დაინტერესებულ პრეტენდენტებს შეუძლიათ სატენდერო დანართი (ვებ–გვერდის Site Map) გადმოტვირთონ კონკურსის ნომრის მითითებით.

  •  ვებ-გვერდის შექმნისას შემსრულებელი კომპანია პასუხისმგებელია შემდეგზე:
    - სრულად მოქმედი, განახლებადი ვებ-ვერდის შექმნა ქართულ და ინგლისურ ენაზე;
    - აუცილებელია ვებ გვერდი იყოს მართვადი;
    - ვებგვერდის სერვერზე განთავსება;
    - დახმარების გაწევა ვებ-გვერდის შინაარსისა და ინფორმაციის განახლებაში;
    - ვებ-გვერდის გაშვების შემდგომ მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კონსულტაციების უზრუნველყოფა. 

მიწოდების პირობები: 

  • მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. 

ანგარიშსწორების პირობები:

  • სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესყიდვის ობიექტის ადგილზე მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით
  • ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად მიწოდებული მომსახურებისა და წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის მიწოდებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
  • წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება.

წინადადების გამოგზავნის წესი:

  • პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია (ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ) შეიძლება წარმოდგენილი იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ახვლედიანის ქ. N23, ან ელექტრონულ მისამართზე: g.giorgobiani1988@gmail.com 

წინადადების მიღების საბოლოო ვადაა 2017 წლის 17 თებერვალი, 14:00 სთ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: გიორგი გიორგობიანი
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია
მის.: თბილისი, ახვლედიანის ქ. N23
ელ. ფოსტა: g.giorgobiani1988@gmail.com;
ტელეფონი: +(995) 577 64 00 74;

ტენდერის კატეგორია:

  • 72300000 მონაცემთა მომსახურება
  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72400000 ინტერნეტმომსახურებები