ჩაბარების ვადა:

21 თებერვალი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2235 - ტენდერი ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვა/მომსახურებაზე. 

# დასახელება რაოდენობა ერთ.ფასი
1 2 ჯიბიანი ფულის სათვლელი აპარატი 200 ცალი  
2 მომსახურება/სერვისი 200 ცალი  

შენიშვნა:
ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით; 

მოთხოვნები:

  • ჯიბეების რაოდენობა მინიმუმ 3 (ჩასატვირთი, ნამდვილი, საეჭვო);
  • სენსორულმა სისტემამ უნდა შეამოწმოს ბანკნოტის ნომინალი, ზომები, სისქე, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი და მაგნიტური დამცავი ნიშნები;
  • ფულის სათვლელში ადაპტირებული უნდა იყოს სრული კატალოგი (ლარის, დოლარის, ევროს, ფუნტის, რუბლის), ასევე მინიმუმ 2 სხვა ვალუტის დამატების საშულება კატალოგში; გარე ეკრანისა და პრინტერის მიერთების საშუალება
  • სასურველია ფულის სათვლელ აპარატს დამატებით ქონდეს მექანიკურად ულტრაიისფერი დეტექციის გამოყენების საშუალება;
  • სავარაუდო ზომები (სიგანე X სიღრმე X სიმაღლე) : 275 მმ X 260 მმ X 319 მმ;
  • ჩინური მოდელები არ განიხილება; 

გარანტიები:

  • საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 12 თვისა;
    საგარანტიო პერიოდის განმავლობაში სათადარიგო და ადვილად ცვეთადი ნაწილებით უფასო მომარაგება;
  • ქარხნული წუნის შემთხვევაში, ნასყიდობის წუნის აღმოფხვრას 3 (სამი) კალენდარულ დღეში ან ანალოგიურით შეცვლას წუნის აღმოფხვრამდე;
  • მანქანების სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება განთავსების ადგილზე; 

მომსახურება სერვისი:

  • გაწმენდა სრული დაშლით ან დაშლის გარეშე თვეში 1-ჯერ;
  • დარეგულირება;
  • კალიბრაცია;;
    მექამიკური შეკეთება;
  • დიაგნოსტიკა;
  • ნაწილის შეცვლა (ნაწილის ხარჯს იღებს ბანკი) - იმ შემთხვევაში თუ პროფილაქტიკური მომსახურების დროს ბანკის მიერ მოხდება არასწორი მოხმარება და არ იქნება დაცული ექსპლუატაციის წესები, დარეგულირება;
    პროგრამული შეკეთება
  • პროგრამის გადაყენება და კალიბრაცია
  • პროგრამის განახლება
  • პრობლემური ნომინალის შესწავლა, სკანირება
  • განახლებული პროგრამის ჩატვირთვა
  • კალიბრაცია 

სხვა პირობები:

  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • პრეტენდენტებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა წარმოადგინონ ნიმუშები საქართველოს ბანკის სათავო ოფისში: ქ. თბილისი, გაგარინის #29ა (ლადო სიჭინავას სახელზე)
  • გარანტია: 1 წელი 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 14 თებერვლიდან 2017 წლის 21 თებერვლის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge;  
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე. 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: ლადო სიჭინავა ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*4617) მობ.:(+995 599) 740041/ ელ-ფოსტა: lsichinava@bog.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 21 თებერვალი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=704&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები