კორ სტანდარტ ბანკი

ტენდერი სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 28 ნოემბერი, 2014

დრო: 17:00
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ტენდერში განხორციელდა დამატებითი ცვლილება. გაგრძელდა ტენდერის ჩაბარების ვადა 2014 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით.
ტენდერის აღწერილობა:

სს „კორ სტანდარტ ბანკი“ აცხადებს ტენდერს სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე.

მომსახურების სახე:

სამეურნეო საქონლის (იხ. თანდართული ფაილი) შესყიდვა მოხდება თვეში ერთხელ თბილისის მასშტაბით და ორ თვეში ერთხელ რეგიონებში (ყოველი თვის 15-დან 20 რიცხვამდე).

მოწოდების პირობა:

მოწოდება უნდა მოხდეს თანდართულ ფაილში მითითებული ფილიალების მისამართებზე, შეკვეთის მიცემიდან არაუგვიანეს მომდევნო 2 დღის მანძილზე თბილისის მაშტაბით, ხოლო რეგიონებში არაუგვიანეს 3 დღისა;

თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:

  • სამეურნეო ნივთების ჩამონათვალი
  • ფილიალების ჩამონათვალი
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე


სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მოწოდების პირობებს, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი გენერალური ხელშეკრულება.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • ფასთა ნუსხა (ლარში დღგ-ს და ტრანსპორტირების ჩათვლით, თანდართულ დოკუმენტში მოცემული ჩამონათვალის მიხედვით)
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილით)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • შევსებული და ხელმოწერილი „შეთანხმება კონფიდენციალურობაზე


იმისათვის რომ მოხდეს შემოთავაზების განხილვა, აუცილებელი პირობაა კომპანიას გააჩნდეს მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ სატენდერო განაცხადი მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით.

მისამართი: თბილისი 0103, ქ.წამებულის 3

კონვერტზე მიუთითეთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, მისამართი)
  • ტენდერის დასახელება: „ტენდერი სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის, 28 ნოემბერი (17:00 საათამდე). დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ანდრო ტატიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე a.tatishvili@ksb.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00.

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი