ჩაბარების ვადა:

22 თებერვალი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2243 - ტენდერი კარტრიჯების დამუხტვასა და მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:  

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს კარტრიჯების დამუხტვა და მომსახურებაზე.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება (1 წლის ვადით).
შეფასების კრიტერიუმია:

  • ფასი;
  • მომსახურების ხარისხი;
  • მოწოდების პირობები; 

თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:

  • ფასთა ცხრილი და მომსახურების პირობები;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე; 

პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს

  • აღნიშნულ სფეროში გამოცდილება მინ. 3 წელი; 

აუცილებელი პირობა

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე; 

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • ფასთა ცხრილი. (შევსებული თანდართული ფაილის შესაბამისად), ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას (კარტრიჯების ფილიალებიდან წამოღება/მიტანა)- სასურველია კომპანიის ბლანკზე, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ბეჭდით.;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ტონერების წარმოების ხარისხის დამდასტურებელი სერტიფიკატები: 9001:2008 და 14001:2004
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი); 

ტენდერის ჩაბარების პირობები:  

სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3  

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი კარტრიჯების დამუხტვა და მომსახურებაზე”;
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე; 

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის, 22 თებერვალი (18:00 საათი).

ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდეთ გიორგი აბიათარს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: George.abiatari@terabank.ge  ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (შიდა:2020).

ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Andro.Tatishvili@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (შიდა 2008).

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები