ჩაბარების ვადა:

2 მარტი 2017, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T2253 - ტენდერი დაზიანებული მაღალი ძაბვის კაბელების აღდგენითი სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: დაზიანებული მაღალი ძაბვის კაბელების აღდგენითი სამუშაოების შესყიდვაზე 17/02-NEO-S/CM-17

მომსახურების აღწერა:

  • შპს ნეოგაზი-ს ავტო გაზგასამართი სადგურების მიმდებარე მაღალი ძაბვის კაბელების მომსახურება ერთ წლიანი ვადით დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში:
    - დაზიანების იდენტიფიცირება;
    - დაზიანებული ადგილას მიწის გათხრა;
    - დაზიანების ადგილას გადასაბმელი „რეიხემის“ ქუროს მონტაჟი;
    - კაბელების კენეტრირება (გამოცდა ამაღლებული ძაბვით);
    - მიწის ჩაყრა, ადგილის პირვანდელ მდგომარეობაში მიყვანა;
    - ლაბორატორიული შემოწმება, ოქმის შედგენა;
    - კაბელის ქსელში ჩართვა;
  • კონტრაქტორმა კომპანიამ საქართველოს მასშტაბით დაზიანებაზე რეაგირება უნდა მოახდინოს დამკვეთის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 4 საათისა.
  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთწლიანი გენერალური ხელშეკრულება;
  • გადახდა იწარმოებს სამუშაოს შესრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ არაუგვიანეს 5 სამ. დღისა. 

დანართი N1-ში, გთხოვთ იხილოთ კაბელების სპეციფიკაცია და ადგილმდებარეობა.

შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილებისა მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება შევსებული დანართი N1-ის სახით ;
    - ფასები მოცემული უნდა იყოს სამივლინებო და სატრანსპორტო ხარჯების ჩათვლით;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის კვალიფიკაცია/გამოცდილების და ტექნიკური რესურსების შესახებ.
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ (მსგავსი სამუშაოების ჩამონათვალი: კლიენტის დასახელება, სამუშაოს დასახელება, მოცულობა და პერიოდი). 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ; 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური. ელ. ფოსტა: l_tsiklauri@gig.ge;  საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59.
  • ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლევან ლაბაძე. საკონტაქტო ნომერი: 595 33 44 24;

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 2 მარტის 14:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 31300000 იზოლირებული მავთული და კაბელი
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები