ჩაბარების ვადა:

2 მარტი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2265 - ტენდერი ჯანმრთელობის სადაზღვევო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა: 

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org 

საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მერსი ქორფსი აცხადებს ტენდერს ჯანმრთელობის სადაზღვევო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის შესარჩევად (ერთწლიანი ხელშეკრულება).

ტენდერში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • ინდივიდუალური და საოჯახო სადაზღვევო პაკეტები (მინიმუმ სამი სახის პაკეტი, დეტალური აღწერით);
  • სადაზღვევო პოლისების ღირებულება უნდა იყოს მითითებული ლარში;
  • მომხმარებელთა სია;
  • პროვაიდერი კლინიკების სია;
  • დამატებითი ბენეფიტები ასეთის არსებობის შემთხვევაში
  • დაინტერესებულმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის მოწმობის ასლი
  • ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.

ამჟამად მერსი ქორფსში დასაქმებულია 75 ადამიანი. მათ შორის 25 სარგებლობს საოჯახო დაზღვევის პაკეტით.

მერსი ქორფსი არ ანაზღაურებს სატენდერო დოკუმენტების მომზადების ხარჯებს.

სატენდერო შემოთავაზება უნდა წარმოადგინოთ დალუქული კონვერტის მეშვეობით. შემოთავაზება დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერითა და ბეჭდით.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა არის 2017 წლის 2 მარტი 17:00 საათი. საბუთების ჩაბარება შესაძლებელია მერსი ქორფსის თბილისის ოფისში გ. გეგეჭკორის ქუჩა #6. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდები ქვემოთ მითითებულ ნომრებზე: 

Davit Merabishvili
Senior Procurement/Logistics Officer
Mercy Corps Georgia
Tel:+995 322 25 24 71
Mobile: +995 599 248 300
Email: dmerabishvili@mercycorps.org 

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები