ჩაბარების ვადა:

24 ნოემბერი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T230 - კონდენციონერული სისტემის შესყიდვა და მომსახურება

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს კონდენციონერული სისტემის შესყიდვაზე და მომსახურებაზე (თბილისსა და რეგიონებში).

საქონლის და მომსახურების დასახელება:

  • 1. კონდიციონერი 9000 ბტუ
  • 2. კონდიციონერი 12000 ბტუ
  • 3. კონდიციონერი 18000 ბტუ
  • 4. კონდიციონერი 24000 ბტუ
  • 5. კონდიციონერი 30000 ბტუ
  • 6. დასადგმელი კონდიციონერი 48000 ბტუ
  • 7. დასადგმელი კონდიციონერი 60000 ბტუ
  • 8. არხული კონდიციონერი 48000 ბტუ
  • 9. არხული კონდიციონერი 60000 ბტუ
  • 10. კონდიცირების მომსახურება
  • 11. კონდიციონერის მონტაჟი (კონდიციონერის გარეშე)
  • 12. კონდიციონერის დემონტაჟი
  • 13. არხული კონდიციონერის მონტაჟი (კონდიციონერის გარეშე)
  • 14. არხული კონდიციონერის დემონტაჟი
  • 15. კასეტური კონდიციონერის მონტაჟი (კონდიციონერის გარეშე)
  • 16. კასეტური კონდიციონერის დემონტაჟი


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)


მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება (მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში)

საგარანტიო მომსახურება (1 წელი)


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 14 ნოემბრიდან – 2014 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 თვის პერიოდით
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2-ის და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ
  • გთხოვთ მე-10 პუნქტში წარმოადგინოთ თვიური ჯამური ფიქსირებული ფასი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შემდეგი მომსახურებები: (კონდიციონერის სრული გაწმენდა, ფრეონის დამატება, პლატის შეკეთება, ჩილერის გაწმენდა, სისტემის გადართვა, სისტემის დაპრესვა, ამწე კრანით მომსახურება, სამივლინებო ფასი და ა.შ.)
  • გთხოვთ, ჯამური ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლებისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 24 ნოემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის გათბობა–კონდენცირების სისტემების და მომსახურების ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=326&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".