ჩაბარების ვადა:

27 მარტი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2338 - ტენდერი კარტოფილის სათესის მოწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org 

საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მერსი ქორფის საქართველოს წარმომადგენლობა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამის „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში აცხადებს ფასთა შედარებას კარტოფილის სათესის მომწოდებლის შესარჩევად. ტენდერი # MC170305

ტენდერში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა კომპანიებმა /ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • აგრეგატის ფასი დღგ-ს გარეშე (ტექნიკური მოთხოვნები მითითებულია დანართში);
  • მიუთითეთ მწარმოებლის მიერ მითითებული ტექნიკური პარამეტრები, მწარმოებელი ქვეყანა და დაურთეთ სურათები. მათი ტექნიკური მდგომარეობის აღწერა.
  • საგარანტიო პირობები;
  • მიუთითოს მიწოდების პერიოდი. მიწოდების ადგილი იხილეთ დანართ 1-ში.
  • მიუთითოს გადახდის პირობები;
  • მიამაგროს ამონაწერი საჯარო ან გადასახადის გადამხდელთა რეესტრიდან/პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირებისთვის).

შემოთავაზება უნდა იყოს დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭდით და ჩადებული დალუქულ ხელმოწერილ კონვერტში. შესაძლებელია ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული და PDF ფორმატში დასკანერებული შემოთავაზების გამოგზავნა ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე (დანიშნულებაში მიუთითეთ ტენდერის ნომერი).

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა არის 2017 წლის 27 მარტი 17:00 საათი. საბუთების ჩაბარება შესაძლებელია მერსი ქორფსის თბილისის ოფისში გ. გეგეჭკორის ქუჩა #6.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდები ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:
Davit Merabishvili
Senior Procurement/Logistics Officer
Mercy Corps Georgia
Tel:+995 322 25 24 71
Mobile: +995 599 248 300
Email: tenders@mercycorps.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 16100000 სასოფლო-სამეურნეო და სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები ნიადაგის მოსამზადებლად ან კულტივირებისათვის