ჩაბარების ვადა:

3 აპრილი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2341 - ტენდერი სათამაშო ინვენტარზე

ტენდერის აღწერილობა: 

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა თბილისში ბაგების ტერიტორიაზე სკოლის კამპუსს აშენებს.

მშენებლობის დამკვეთი ეძებს დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებიც მზად არიან ქვემოთ მითითებული სამუშაოები შეასრულონ და კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.

  • მშენებლობის მიზანი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისთვის და მასთან არსებული ბაღისთვის ახალი შენობის აშენება.
  • მშენებლობის დამკვეთი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირი.
  • მიწის ნაკვეთი: 8.298 კვ.მ, წყნეთის გზატკეცილი, საკადასტრო კოდი: 01.14.06.007.067
  • შენობით მოსარგებლე: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა.
  • მშენებლობის დასაწყისი: 2017 წლის აპრილის დასაწყისი/აპრილის შუა რიცხვები.
  • შენობის დასრულების ვადა: სათამაშო ინვენტარის დამონტაჟება უნდა დასრულდეს 2017 წლის 15 ივლისამდე.

სამუშაოს აღწერა: სათამაშო ინვენტარის მიწოდება, აწყობა და დამონტაჟება სკოლის კამპუსის ეზოში.

შესასრულებელი სამუშაო:
სათამაშო ინვენტარის მიწოდება, აწყობა და დამონტაჟება საერთაშორისო ნორმების დაცვით

გადახდის ფორმა:

  • წინასწარი გადახდის გარეშე
  • ყოველი თვის ბოლოს შესრულებული სამუშაო აღიწერება და ჩაბარდება, ამის შემდეგ ქვითრის გაცემიდან 30 დღეში მოხდება თანხის გადახდა. პირველი გადახდა მოხდება მინიმუმ 2 თვეში.

ტენდერში მონაწილოებისთვის აუცილებელი მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3 მსგავსი დასრულებული პროექტი - მსგავსი სიდიდის და იმავე დროში, ან უფრო დიდი და უფრო მოკლე დროში.
  • მინიმუმ 5 წელი სამუშაო გამოცდილება.
  • ევროპული/საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით მუშაობის გამოცდილება.
  • საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

დაინტერესებულ ფირმებს მოთხოვნის საფუძველზე გავუგზავნით შემდეგ დოკუმენტაციას.

  • გეგმები
  • შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა
  • ხელშეკრულების ნიმუში

ამისათვის მიმართეთ: გიორგი ხუბულური, verwaltung@deutscheschule.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ ყველა დოკუმენტაცია დეტალურად შეისწავლოთ და თქვენი შემოთავაზება დახურულ კონვერტში ორშაბათის ჩათვლით - 2017 წლის 3 აპრილი (18:00 სთ-მდე), შემდეგ მისამართზე მოგვაწოდოთ:

  • თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
  • ბატონი გიორგი ხუბულური
  • ლვოვის ქ. 56
  • 0160 თბილისი/საქართველო 

წარწერით: „კონფიდენციალური ტენდერი-შემოთავაზება– გთხოვთ არ გახსნათ“

წარმოსადგენი დოკუმენტაციის სია:

  • ფირმის პრეზენტაცია.
  • რეკომენდაციების სია მშენებლობის დამკვეთის საკონტაქტო ტელეფონის ნომრებითა და რეკომენდაციებით.
  • ფირმის რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
  • წლური ბრუნვის დეკლარაცია.
  • დასტური ფინანსთა სამინისტროდან, რომ კომპანიას არ აქვს საგადასახო დავალიანება.
  • ხარჯთაღრიცხვები (ამობეჭდილი, შევსებული და ხელმოწერილი).
  • ხარჯთაღრიცხვები (ელექტრონული სახით Excel-ის ფორმატში CD დისკზე).

გთხოვთ თქვენი შემოთავაზება კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ელექტრონული ფოსტით არ გამოაგზავნოთ!

ტენდერის მიმდინარეობისას შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
ანდრე ნიკიშ
ჯი ეი ნიკიშ, გერმანული არქიტექტურა & დიზაინი
თამარაშვილის ქ. 13, კორპუსი 7, ბინა 1
თბილისი, საქართველო
ტელეფონი: 595596354
ელ.ფოსტა.: a.niekisch@ganiekisch.ge 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 37500000 თამაშები და სათამაშოები; ატრაქციონები