ჩაბარების ვადა:

3 დეკემბერი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T235 - ოქროსა და ვერცხლის სასინჯი რეაქტივების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ოქროსა და ვერცხლის სასინჯი რეაქტივების შესყიდვაზე

საქონლის დასახელება:

  • 1. სინჯი 375 – 3 მლ.
  • 2. სინჯი 500 – 3 მლ.
  • 3. სინჯი 583 – 3 მლ.
  • 4. სინჯი 585 – 3 მლ.
  • 5. სინჯი 750 – 3 მლ.
  • 6. სინჯი 900 – 3 მლ.
  • 7. სინჯი 958 – 3 მლ.
  • 8. ქრომპიკი - 3 მლ.


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად

მოწოდების ვადები განისაზღვრება შეკვეთის თარიღიდან 1 (ერთი) კვირა

მოწოდებული რეაქტივები უნდა იყოს დალუქული ამპულებში.


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 19 ნოემბრიდან – 2014 წლის 3 დეკემბერის ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით
  • თანხის გადახდა მოხდება შეკვეთილი საქონელის მოწოდების შემდეგ
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2-ის და სხვა პუნქტების გასწვრივ
  • გთხოვთ, ერთეულის (3 მლ.) ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლებისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 03 დეკემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის ოქროსა და ვერცხლის სასინჯი რეაქტივების ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=330&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".