ჩაბარების ვადა:

29 მარტი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2353 - ტენდერი საწარმოო ტერიტორიიდან სახიფათო ნარჩენების გატანის, ტრანსპორტირებისა და საბოლოო განთავსებაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია „RMG Gold” და “RMG Copper” აცხადებს ტენდერს საწარმოო ტერიტორიიდან სახიფათო ნარჩენების გატანის, ტრანსპორტირებისა და საბოლოო განთავსების მიზნით.

პროექტის განხორციელების ვადებია: 01.04.2017-01.04.2018
პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნებია:

  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ნარჩენების მართვის სფეროში;
  • ქიმიური ნაერთების განეიტრალების გამოცდილება;
  • ძირითადი და დამხმარე პერსონალის/ექსპერტების მონაწილეობა საჭიროების შემთხვევაში;

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ მასალებში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობისთვის პრეტენდენტებმა უნდა შეავსონ სატენდერო წინადადების ფორმა და ტექნიკურ დავალებაზე მიმაგრებულ უწყისში მიუთითონ ერთეულის ფასი. (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები);
  • სატენდერო წინადადებასთან ერთად კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 5 წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია.
  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი#3
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის მოგვმართეთ ელ.მისამართზე- LPirveli@richmetalsgroup.com 
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
  • კონვერტების მიღების ბოლო ვადაა 29.03.2017

ტენდერის კატეგორია:

  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები