ჩაბარების ვადა:

1 მაისი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2354 - ტენდერი ვირტუალური შედუღების სიმულატორისა და აღჭურვილობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”) დაახლოებით 140,000,000,00 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა www.mcc.gov  და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებ-გვერდებზე www.mcageorgia.ge .

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები კოლეჯი „სპექტრი“-სა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისთვის ვირტუალური შედუღების სიმულატორის და აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებით IFB# PP09-A1/GEP/ISWD/G/CB/07.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით რომელიც შესაძლებელია ნახოთ შესაბამის ვებგვერდზე https://www.mcc.gov/resources. მომწოდებელი შეირჩევა კონკურენტული /ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.

წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 7 აპრილს დილის 11:00 საათზე შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მერაბ კოსტავას ქ. 5, მე–4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი 0108, საქართველო

დასწრება რეკომენდირებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 3:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) 2017 წლის 1 მაისს შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი, საქართველო 0108

სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იგივე დროს, 2017 წლის 1 მაისს 3:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.|
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი, საქართველო 0108

ამ დროის ამოწურვის შემდეგ მოტანილი სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა, დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები, რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.

დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე ტენდერის სახელის/ნომრის (კოლეჯი „სპექტრი“-სა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისთვის ვირტუალური შედუღების სიმულატორის და აღჭურვილობის შესყიდვა IFB# PP09-A1/GEP/ISWD/G/CB/07) და მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით, რათა მიეწოდოთ შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაცია.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე, შესყიდვების დირექტორი
Cc: რუსუდან გობეჯიშვილი, შესყიდვების ოფიცერი
Email: rgobejishvili@mcageorgia.ge
Cc: procurement@mcageorgia.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
  • 38500000 საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურა