ჩაბარების ვადა:

3 მაისი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2356 - ტენდერი 2016 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”) დაახლოებით 140,000,000,00 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპირაციისა www.mcc.gov  და ათასწლელულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებგ ვერდებზე www.mcageorgia.ge 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები 2016 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით:
IFB#PP09/GEP/CW/CB/16
 (ლოტი #1 - აფენის#1, აფენის#2, ვარდისუბნის საჯარო სკოლები; ლოტი #2 - ქესალოს, ტაზაკენდის და წერეთელის საჯარო სკოლები; ლოტი #3 - კაკაბეთის, პატარძეულის და სართიჭალის #1 საჯარო სკოლები);

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით რომელიც შესაძლებელია ნახოთ შესაბამის ვებგვერდზე https://www.mcc.gov/pages/business/guidelines.  კონტრაქტორი შეირჩევა კონკურენტული/ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.

გაერთიანებული წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 11 აპრილს დილის 11:00 საათზე საქართველოს დროით (GMT+4) შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მერაბ კოსტავას ქუჩა 5, მე-4-ე სართული, საკონფერენციო ოთახი
თბილისი 0108, საქართველო
დასწრება რეკომენდირებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 3:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) 2017 წლის 3 მაისს შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი (შენობა ლიფტის გარეშეა)
თბილისი, საქართველო 0108

სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იგივე დროს, 2017 წლის 3 მაისს 3:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი
თბილისი, საქართველო 0108 

ამ დროის გასვლის შემდეგ მოტანილი სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას ტენდერში გამარჯვებული კომპანიასთან ხელშეკრულების დადების შემდეგ. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.

დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების (ფირმის სახელი, მისამართი, საკონტაქტო პირი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონი) მითითებით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი
Email: procurement@mcageorgia.ge
Cc: rgobejishvili@mcageorgia.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება