ჩაბარების ვადა:

7 აპრილი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2360 - ტენდერი ხანძარქრობის სისტემის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე კერძოდ, ხანძარქრობის სისტემის მოწყობაზე 24/03-MEN-S/FAS-17

შესყიდვის ზოგადი პირობები:

  • სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა: ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა N2ა;
  • საწარმოს ტერიტორიაზე არსებობს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. უნდა მოხდეს არსებული სისტემის დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება. მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული არსებული კაბელი.

არსებული სიტუაციის აღწერილობა, სამუშაოების საორიენტაციო მოცულობები, გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილებში.

შპს „მტკვარი ენერჯი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

აუცილებელი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მისამართზე: ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა N2ა სიტუაციის ადგილზე გასაცნობად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

პრეტენდენტ კომპანიას ეძლევა საშუალება წარმოადგინოს თავისებური ხედვა სისტემის მოსაწყობად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებას წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • ანალოგიური პროექტების განხორციელების გამოცდილება საქართველოს ტერიტორიაზე:
    - წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტების ჩამონათვალი დამკვეთის, პერიოდისა და კონტრაქტის ჯამური ღირებულების მითითებით;
  • მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდირებულია ორი);

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით დეტალურად ჩაშლილი ხარჯთაღრიცხვის სახით;
  • დეტალურად გაწერილი გადახდის პირობები და ვადები;
    შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • სისტემის სრულად დანერგვისთვის დეტალურად გაწერილი გეგმა-გრაფიკი;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური დოკუმენტაცია, მწარმოებელი ქვეყნების მითითებით;
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადები და პირობები;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას კომპანიას მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18, GIG Plaza;

საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე; ტელ: 551 11 22 22; ელ-ფოსტა: v_maisuradze@giec.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვების დასმა შესაძლებელია ტელეფონის საშუალებით ნომერზე: 599 57 77 15. საკონტაქტო პირი: თეიმურაზ დალაქიშვილი.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 7 აპრილის 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები