ჩაბარების ვადა:

10 აპრილი 2017, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T2375 - ტენდერი საბურავების მოწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ტენდერს პროდუქციის შესყიდვაზე, კერძოდ ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წლის ჭრილში შესასყიდი სხვადასხვა ტიპის საბურავების მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე  29/03-GIG-P/TY-17

შემსყიდველი კომპანიების ჩამონათვალი:

  • შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“;
  • შპს „ნეოგაზი“;
  • შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“;
  • შპს „მტკვარი ენერჯი“;
  • შპს „გლობალ ტრანსი“;

ტენდერის დეტალები:

  • გამარჯვებულ კომპანიას(ებ)თან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება;
  • შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად;
  • წლის მანძილზე შესასყიდი საბურავების ტიპები და მათი სავარაუდო რაოდენობები, გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილში.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება შევსებული დანართი N2-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    - წინადადებები მიიღება ასევე არასრულ პოზიციებზე;
    - წინადადებები მიიღება რამდენიმე ალტერნატიულ საბურავზე.
  • ინფორმაცია შემოთავაზებული საბურავების ბრენდის/წარმომავლობის შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ. უპირატესობა მიენიჭება კომპანიას, რომელიც არ მოითხოვს ავანსს;
  • ინფორმაცია მიწოდების პირობებისა და ვადების შესახებ:
    - კომპანიას, რომელსაც ექნება შესაძლებლობა,რომ მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველს მიაწოდოს პროდუქცია შემდეგ ლოკაციებზე მიენიჭება უპირატესობა:
      - ქ. თბილისი;
      - ქ. გარდაბანი;
      - თეთრიწყაროს რაიონი სოფ. დურნუკი;
      - ქ. ტყიბული;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge;  საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
  • საბურავებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად: თამაზ ყვავილაშვილი. საკონტაქტო ნომერი: 595 33 44 95;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 10 აპრილის 14:00 საათამდე. 

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის