ჩაბარების ვადა:

4 აპრილი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2378 - ტენდერი ავეჯის დამზადება-მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა: 

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ავეჯის დამზადება-მონტაჟის შესახებ.

შესასყიდი მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილოთ თანდართულ ფაილში.

შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

სხვა პირობები

  • მოთხოვნილი ავეჯის დეტალური აღწერა და ნახაზები შეგიძლიათ იხილოთ მე-3 გვერდიდან (დანართები);
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს მონტაჟის ხარჯს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და თბილისის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ხარჯებს;
  • მხოლოდ ბანკის კუთვნილი მზა ავეჯის შემთხვევაში ობიექტზე მიწოდება ევალება ბანკს, მომწოდებელი ვალდებული იქნება მხოლოდ დაამონტაჟოს აღნიშნული ავეჯი;
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი (ფასის შეთავაზებასთან ერთად);

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 29 მარტიდან 2017 წლის 4 აპრილის ჩათვლით ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge;  
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პროდუქტი #1-ის; პროდუქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: ტატო მირგატია
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*7437)
მობ.:(+995 599) 100 833
ელ-ფოსტა: tmirgatia@bog.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

ატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 4 აპრილი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=722&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები