Tenders.ge
ახალი ქსელები

კავშირგაბმულობის მოწყობილობების შესყიდვა


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული
ტენდერის აღწერილობა:

შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში.

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ტენდერს დანართი #1 -ის შესაბამისი კავშირგაბმულობის მოწყობილობების შესყიდვაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


გთხოვთ წარმოადგინოთ:

  • 1. სატენდერო შემოთავაზება: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ის გარეშე და ჩათვლით; პროდუქციის მოწოდების ვადები და გადახდის პირობები
  • 2. ორგანიზაციის/კომპანიის სრული დასახელება, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, მისამართი და ტელეფონი
  • 3. საბანკო რეკვიზიტები
  • 4. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • 5. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ ტენდერში მონაწილე პირის ქონებაზე არ არსებობს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა
  • 6. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ
  • 7. ცნობა, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
  • 8. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
ტენდერის ჩაბარების პირობები:

კონვერტი ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციით უნდა წარმოადგინოთ 2014 წლის 17 აპრილამდე, 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, შემდეგ მისამართზე:

შპს "ახალი ქსელები"
ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 16.

საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 17 აპრილი, 18:00 საათი. დაგვიანებით ჩაბარებული დოკუმენტები არ მიიღება.

შენიშვნა: შესასყიდი კავშირგაბმულობის მოწყობილობების სპეციფიკაციების და დეტალური აღწერილობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შპს "ახალი ქსელების" შესყიდვების განყოფილების სპეციალისტს:

კახაბერ უგულავა
ტელ: 577 430010, 577 401010
ელფოსტა: info@ak.ge

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი