ჩაბარების ვადა:

15 მაისი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2515 - ტენდერი მშენებარე ავტო გაზგასამართი სადგურისთვის საძირკვლის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: მშენებარე ავტო გაზგასამართი სადგურისთვის საძირკვლის მოწყობის თაობაზე 08/05-NEO-S/FB-17

მომსახურების აღწერა:

  • სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ზესტაფონის რაიონის სოფ. არგვეთა;
  • სამუშაოების ჩატარების ხანგრძლივობა: 19.05.2017-08.06.2016;
  • დართულ ფაილებში გთხოვთ იხილით სამუშაოების სავარაუდო მოცულობა და ნახაზები;
  • სამუშაოები შესრულდება შემსრულებლის მასალით, გარდა: ფაილში (ზესტაფონის აგგს-საძირკველი) ჩ.დ.-1 ნახაზზე დატანილი დეტალისა.

შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • სამუშაოების ღირებულება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ, მათ შორის მოღვაწეობის პერიოდი და არეალი, შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი პერიოდისა და კონტრაგენტის მითითებით;
  • ინფორმაცია სამუშაოების განხორციელების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
  • სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხებისთვის განსახილველად: თეიმურაზ ჩიჩუა. საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10 ან/და ოთარ გოცირიძე: 595 46 48 08.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები