ჩაბარების ვადა:

15 მაისი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2517 - ტენდერი სენდვიჩ პანელების მოწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org 

საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მერსი ქორფის საქართველოს წარმომადგენლობა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამის „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში აცხადებს ფასთა შედარებას სენდვიჩ პანელების მომწოდებლის შესარჩევად. ტენდერი #MC170502.

ტენდერში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა კომპანიებმა /ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • სენდვიჩ პანელის ფასი დღგ-ს გარეშე (ტექნიკური მოთხოვნები მითითებულია დანართში);
  • მიუთითეთ მწარმოებლის მიერ გაცემული ტექნიკური პარამეტრები, მწარმოებელი ქვეყანა და დაურთეთ სურათები. მათი ტექნიკური მდგომარეობის აღწერა.
  • საგარანტიო პირობები;
  • მიუთითოს მიწოდების პერიოდი. მიწოდების ადგილი იხილეთ დანართ 1-ში.
  • მიუთითოს გადახდის პირობები;
  • მიამაგროს ამონაწერი საჯარო ან გადასახადის გადამხდელთა რეესტრიდან/პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირებისთვის).

შემოთავაზება უნდა იყოს დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭდით და ჩადებული დალუქულ ხელმოწერილ კონვერტში. შესაძლებელია ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული და PDF ფორმატში დასკანერებული შემოთავაზების გამოგზავნა ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა არის 2017 წლის 15 მაისი 17:00 საათი. საბუთების ჩაბარება შესაძლებელია მერსი ქორფსის თბილისის ოფისში გ. გეგეჭკორის ქუჩა #6.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდები ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:
Davit Merabishvili
Senior Procurement/Logistics Officer
Mercy Corps Georgia
Tel:+995 322 25 24 71
Mobile: +995 599 248 300
Email: dmerabishvili@mercycorps.org 

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 44900000 სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი