ჩაბარების ვადა:

19 მაისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2521 - ტენდერი საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ჯართის გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია “RMG Copper” აცხადებს ტენდერს საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ჯართის გაყიდვის შესახებ.

ჯართის ჯამური რაოდენობა შეადგენს - 100-120 ტონას
ჯართის მიწოდების ადგილია - ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი, კომპანია „რმჯ“-ის საწარმოო ტერიტორია.

პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნებია: 

  • მყიდველი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებითა და საშუალებებით მოახდინოს „გამყიდველის“ საწარმოო ტერიტორიაზე ჯართის დახარისხება და შემდგომი მისი ტრანსპორტირება.
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა განხორციელდება „ჯართის“ გატანამდე და მხოლოდ „ჯართის“ ღირებულების გადახდის შესაბამისი საბუთის გამყიდველისათვის წარდგენის შემდეგ მოხდება „ჯართის“ გატანა საწარმოო ტერიტორიიდან.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობისთვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება (გთხოვთ, სატენდერო წინადადებას თან დაურთოთ ჯართის გატანის ფასი, ვადები, ამონაწერი რეესტრიდან და ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ)
  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი #3
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის მოგვმართეთ ელ.მისამართზე- LPirveli@richmetalsgroup.com 
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
  • კონვერტების მიღების ბოლო ვადაა - 19.05.2017

ტენდერის კატეგორია:

  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები