ჩაბარების ვადა:

19 მაისი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2523 - ტენდერი ტყიბულის თეს-ის ქვაბების კომპონენტების მექანიკურ გაწმენდისა და ანტიკოროზიული დაფარვის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს “საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” აცხადებს ტენდერს მომსახურების, კერძოდ: ტყიბულის თეს-ის ქვაბების კომპონენტების მექანიკურ გაწმენდისა და ანტიკოროზიული დაფარვის სამუშაოების შესყიდვაზე #10/05-SAQN-S/P-17

მომსახურების აღწერა:

  • სამუშაოების შესრულების ადგილმდებარეობა: ტყიბულის თესი, ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. N13;
  • სამუშაოების ჩამონათვალი:
    - დეტალების მექანიკური წმენდა (ფუნჯით, ზუმფარით და ა. შ.);
    - ანტიკოროზიული საღებავით (Эмаль КО-834) 4 პირზე შეღებვა;
  • საკვამლე მილი წარმოადგენს 6 მმ სისქის, ფოლადი 3 მეტალის, 2,2 მ. დიამეტრის, 45 მ. სიმაღლის ნაგებობას, რომელსაც გარედან და შიგნით აქვს მეტალის ღეროსაგან გაკეთებული საფეხუროვანი კიბეები; მილის შიდა ფართი შეადგენს 320 მ2–ს; საკვამლე მილს 00 ნიშნულიდან 5 მ–ის სიმაღლეზე, ორი მხრიდან მიერთებული აქვს კვამლგამწოვებიდან გამომავალი ორი აირსავალი, რომელთა ანტიკოროზიული დაფარვის საერთო ფართი შეადგენს 20 მ2–ს, ემულგატორის გამომავალი აირსავალის ანტიკოროზიული დაფარვის ფართი 15 მ2–ია, ხოლო ქიმიურად გაწმენდილი წყლის რეზერვუარების ანტიკოროზიული დაფარვის საერთო ფართი შეადგენს 40 მ2–ს ;
  • ანტიკოროზიული დაფარვის საერთო ფართი შეადგენს 395 მ2–ს.
  • სამუშაო სრულდება დამკვეთის მასალებით;
  • სამუშაოების დაწყების თარიღი: 25.05.2017;
  • სამუშაოების შესრულების ვადა: არაუგვიანეს 30 კალ. დღე.

შპს საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მისამართზე ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. N13, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და არსებული სიტუაციის შესასწავლად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ, დამკვეთის, სამუშაოსა და კონტრაქტის ღირებულების მითითებით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    - ჯამური თანხა უნდა შეიცავდეს ყველანაირ ხარჯს, რაც დაჭირდება სამუშაოების შესრულებას.
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

საკვალიფიკაციო და სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;

  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ელექტრონული ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით: ზურაბ მინდელი. საკონტაქტო ნომერი: 599 50 41 40.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 19 მაისი, არაუგვიანეს 15:00 საათისა.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 98300000 სხვადასხვა მომსახურება