ჩაბარების ვადა:

26 მაისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2527 - ტენდერი დასუფთავების მომსახურებაზე სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობებისთვის

ტენდერის აღწერილობა: 

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 2017 წლის აგვისტოში ხსნის ახალ აშენებულ სასკოლო კამპუსს თბილისში (ადგილმდებარეობა ბაგები).

იმ ორგანიზაციებს, რომელთაც ინტერესი აქვთ გააკეთონ შემოთავაზება სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობების დასუფთავებაზე, ვთხოვთ, მოგვაწოდონ შემოთავაზება და ასევე გაითვალისწინონ შემდეგი:

  • სკოლის შენობა: 3.547 კვ.მ
  • საბავშვო ბაღის შენობა: 464 კვ.მ
  • ფასადის ფანჯრები: 831,8 კვ.მ
  • შემოთავაზების გაკეთებამდე შესაძლებელია წინასწარ შენობის დათვალიერება
  • ადგილმდებარეობა: ბაგები, წნეთის გზატკეცილი, სტუდქალაქის მიმდებარე ტერიტორია.

შესასრულებელი სამუშაო: 

  • რემონტის შემდგომი დასუფთავება (მშენებლობის დასრულების თარიღი: 2017 ივლისი)
  • საბავშვო ბაღისა და სკოლის შენობების ყოველდღიური დასუფთავება (ადმინისტრაციული განყოფილება, ტუალეტები, სასადილო- და მრავალფუნქციური ოთახი და ა.შ.)
  • ფასადის ფანჯრების პერიოდული დასუფთავება

საკონტაქტო პირი: გიორგი ხუბულური, verwaltung@deutscheschule.ge 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ, მაგრამ გთხოვთ, შეაგროვოთ თქვენი კითხვები და ისე გამოგვიგზავნოთ და არა ცალკ-ცალკე თითოეული კითხვა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება დახურულ კონვერტში 2017 წლის 26 მაისამდე (18:00 საათი) შემდეგ მისამართზე:

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
ლვოვის ქ. 56
0160 თბილისი
მითითებით: „კონფიდენციალურისატენდეროშემოთავაზება - გთხოვთ, არგახსნათ“

დახურული კონვერტი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ / პრეზენტაცია
  • რეკომენდაციები~
  • ცალ-ცალკე შემოთავაზებები:
    - რემონტის შემდგომი დასუფთავება
    - ფასადის ფანჯრების დასუფთავება
    - საბავშვო ბაღისა და სკოლის შენობების ყოველდღიური დასუფთავება
  • სამუშაო საათების შესახებ ინფორმაცია და საჭირო პერსონალის რაოდენობა

გთხოვთ, არ გამოაგზავნოთ თქვენი შემოთავაზება კონფიდენციალურობის გამო ელ. ფოსტის საშუალებით!

ტენდერის კატეგორია:

  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება