ჩაბარების ვადა:

5 ივნისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2530 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე

ტენდერის აღწერილობა:

Millennium Gate წარმოადგენს უცხო ენათა შემსწავლელ ცენტრს, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს როგორც დასავლური, ასევე, აღმოსავლური ენების დაუფლების იშვიათ შესაძლებლობას. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სერტიფიცირებული ტრენერები და სწავლების თანამედროვე მეთოდები უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტის ხარისხს. დამატებით კომპანია კვალიფიციური მთარგმნელობითი მომსახურების პროვაიდერია ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია ხარისხი და ხელმისაწვდომობა, რის გამოც ირჩევენ Millennium Gate-ს უცხო ენის შესწავლის მსურველები.

Millennium Gate აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე თბილისში.

თანამშრომელთა რაოდენობა - 54 (დაეზღვევა მინ. 70%);
საოჯახო პაკეტს შეიძენს 16-17 თანამშრომელი;

გთხოვთ შემოგვთავაზოთ პრემიუმ და საბაზისო პაკეტები შემდეგი პირობებით:
დაზღვევით აუცილებლად უნდა იფარებოდეს:

  • შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი;
  • თანდაყოლილი/გენეტიკური დაავადებები;
  • იმუნომოდულატორები;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
  • ჰომეოპათიური საშუალებები;
  • ქრონიკული, დაზღვევამდე არსებული და ონკოლოგიური დაავადებები;
  • ტონზილექტომია, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ნიჟარების ჰიპერტროფია;
  • სტენტირება/შუნტირება;
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (უნდა ფინანსდებოდეს, როგორც გადაუდებელი და გეგმიური ქირურგიული ჩარევები, ასევე გამოკვლევა და მკურნალობის ხარჯები)
  • მაღალტექნოლოგიური კვლევები - CT, MRT, PET-CT;
  • სისტემური დაავადებები (უნდა ფინანსდებოდეს, როგორც გადაუდებელი და გეგმიური ქირურგიული ჩარევები, ასევე გამოკვლევა და მკურნალობის ხარჯები);
  • ნებისმიერ სამოყვარულო სპორტში მიღებული დაზიანებები;
  • სტომატოლოგიური იმპლანტაციის ხარჯები;
  • სტომატოლოგიაზე უნდა იყოს თავისუფალი არჩევანი (პროვაიდერების გარდა, ორივე დაფარვა)
  • პროფილაქტიკური კვლევები უნდა მოიცავდეს მინ. 5 სახის კვლევას - სისხლის საერთო, შარდის საერთო, გლუკოზა, ელექტრო კარდიოგრამა და ერთი ორგანოს ექოსკოპია -
  • გეგმიური ამბულატორიული მკურნალობა უნდა მოიცავდეს, როგორც საქართველოში, ასევე - საზღვარგარეთ მომსახურების მიღებას;
  • ენდოპროთეზირება;
  • აბლაცია;
  • მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა.

დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონული სახით უნდა წარმოადგინონ:

  • შეთავაზება (პრეზენტაცია);
  • სადაზღვევო პირობები დეტალურად;
  • გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი;
  • პროვაიდერების სია;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • საკონტაქტო პირის მონაცემები

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 5 ივნისი 2017 წ. (18:00 საათამდე) ელ. ფოსტაზე: n.nucubidze@yahoo.com 

(კონკრეტული მოთხოვნები სადაზღვევო პაკეტების ლიმიტებისა და დაფარვების მიხედვით მითითებულია ცალკე ფაილში) 
კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
ნინო ნუცუბიძე
მობ.: 579 17 54 96

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები