ჩაბარების ვადა:

2 ივნისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2556 - ტენდერი ტაქსით მომსახურების კომპანიის შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

„გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია წარმოდგენილია თბილისში, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

შპს "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ტენდერს: ტაქსით მომსახურების კომპანიის შერჩევაზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა;
  • საკონტაქტო პირის მონაცემები;
  • ფასების ცხრილი- კორპორატიული ტარიფი რეგიონების მიხედვით (1 კილომეტრის ფასი დღგ-ს ჩათვლით);
  • დაფარვის (რეგიონების/ქალაქების) ჩამონათვალი.
  • ანგარიშსწორების პირობები.

აუცილებელი პირობა:

  • ავტომობილები უნდა იყოს გამართულ და სუფთა მდგომარეობაში;
  • უზრუნველყოს ქოლ-ცენტრის ოპერატიული და გამართული მუშაობა.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ბოლო ვადა : 2017 წლის 2 ივნისი.

გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@gorgia.ge 
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599 84 18 59

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები